სასტუმრო "მონარქი": ოთხვარსკვლავიანი მარგალიტი ისტორიული ბათუმის ცენტრში

★★★★
ურბანული და უნიკალური

აღმოაჩინეთ კომფორტი და სიმშვიდე, თქვენი ურბანული დასვენება გელით აქ.

ჩვენს სასტუმროში დაგხვდებათ ფუნქციონალისა და კომფორტული დასვენებისთვის შექმნილი პირობების სრულყოფილი კომბინაცია.

სასტუმრო “მონარქში” ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სტუმრების კმაყოფილებისა და კომფორტის უზრუნველყოფა. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სასიამოვნო ატმოსფერო ყველა სტუმრისთვის, ჩვენი პროფესიონალი პერსონალის მხარდაჭერით. სტუმართმოყვარეობის ექსპერტების გუნდთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ განსაკუთრებული მომსახურება და დაუვიწყარი დასვენება ყველა ჩვენი სტუმრისთვის.

ჯაზ ბარი "Louis"

ცოცხალი მუსიკის საღამოები

სასტუმროს ტერასაზე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები და დააგემოვნოთ კოქტეილები ბათუმის ულამაზესი ხედების ფონზე. ეწვიეთ ჯაზ ბარ “Louis”-ს ზღვა ემოციებით ასავსებად. ისიამოვნეთ ჯაზის ცოცხალი შესრულებით და განიტვირთეთ ატმოსფერულ ინტერიერში, სადაც ყოველი საღამო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა სავსე, ჩვენი სტუმრები კი მუდამ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ.

დამატებითი სერვისები

დაიწყეთ აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა, ისარგებლეთ ჩენი სასტუმროს დამატებითი სერვისებით.

გახადეთ თქვენი დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო ჩვენი სხვადასხვა დამატებითი სერვისებით სარგებლობით, რომლებიც შექმნილია სპეციალურად თქვენი კომფორტისთვის. ექსკურსიები, უსაფრთხო სატრანსპორტო სერვისი, საუნა და მასაჟი, ბილიარდის მაგიდა თქვენი გართობისთვის და სამრეცხაო მომსახურება, უფასო საპარკინგე სივრცე და მრავალი სხვა დამატებითი სერვისი უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის თქვენ ვიზიტს. გემრიელი საუზმე კი ენერგიით დაგმუხტავთ დილიდან, რათა მთელი დღე პროდუქტიული იყოს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ დასვენების დროს.

საკონფერენციო სივრცე

სასტუმრო "მონარქი"-ს საკონფერენციო დარბაზი იდეალური ლოკაციაა თქვენი შემდეგი ღონისძიებისთვის

დაგეგმეთ თქვენი მორიგი ღონისძიება ჩვენს საკონფერენციო სივრცეში, რომელიც იდეალურია როგორც პატარა ბიზნეს შეხვედრებისთვის, ასევე დიდი კონფერენციებისთვის. ჩვენი დარბაზი გათვლილია 70-მდე სტუმარზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ყავის შესვენებები, ნოყიერი ლანჩები და გემრიელი ვახშმები, რომლებიც სახელდახელოდ არის მომზადებული შეფ-მზარეულთა მიერ, შექმნილია თქვენი შეხვედრების ხარისხის ასამაღლებლად, სტუმართა სიამოვნებისა და განტვირთვისთვის, რაც ხელს უწყობს შეხვედრის მონაწილეებს არაფორმალურ გარემოში დაახლოებას.

შეთავაზებები

დაჯავშნეთ 5+ ღამე და მიიღეთ 15%-მდე ფასდაკლება

მინიმალური დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 5

დაჯავშნეთ 3 ღამე და მიიღეთ 10%-მდე ფასდაკლება

მინიმალური დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 3

მიიღეთ ავტომატური 10% ფასდაკლება Louis Jazz Bar-ში, როდესაც დაჯავშნით ოთახს ჩვენს სასტუმროში

მიიღეთ გარანტირებული 10% ჯაზ ბარში, როცა დაჯავშნით ოთახს სასტუმრო "მონარქში"

View Offer